slide 1
Image Slide 2
1-3
5-3
340467244_2154916894699700_719450114125747948_n
195377046_190978076238509_9164632907093046365_n
191069699_313912813615789_7375614592430075340_n
372231227_704620885045576_5433692055901704568_n
372143148_965697484731174_10514701000278936_n
372944297_846480363394486_2125231757135504101_n
371984260_321904133581194_6513427947258408373_n
375757850_838267187708606_1580967142080959360_n
375204471_3530288837225603_8679706809457299334_n
305461919_762841698148764_4318120745302637700_n
411645987_1607908146410716_9107128835767368940_n
სოფ
სოფ1
previous arrowprevious arrow
next arrownext arrow
Shadow

მოგესალმებით

ჩვენი მიზანია, მოსწავლეები აღვჭურვოთ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლებით, რომელიც დაეხმარება მათ სწავლის მომდევნო საფეხურებზე წარმატების მიღწევასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან რეალიზებაში.

ჩვენი ამოცანები:

  • შევქმნათ კეთილგანწყობილი, მზრუნველი და უსაფრთხო გარემო, სადაც თითოეული ბავშვი შეძლებს დამკვიდრებასა და საკუთარი შესაძლებლობების სრულფასოვან გამოვლენას;
  • მოსწავლეები აღვჭურვოთ სწავლისთვის საჭირო ყველა უნარ–ჩვევით; ხელი შევუწყოთ სამუშაო ეთიკის, ინდივიდუალური და კოლექტიური პასუხისმგებლობის განვითარებაში;
  • მოსწავლეებს დავეხმაროთ საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებასა და თავდაჯერებულობის განვითარებაში, რაც ჯანსაღი და ბედნიერი ცხოვრების აუცილებელი წინაპირობაა;
  • ხელი შევუწყოთ მოსწავლეების სწავლისადმი ინტერესის განვითარებასა და ავუმაღლოთ მოტივაცია; თითოეული მოსწავლე აქტიურად ჩავრთოთ სწავლის პროცესში და წავახალისოთ აკადემიური მიღწევების თვალსაჩინო აღიარებით;
  • კომპლექსური საკითხების გადაჭრისთვის აუცილებელი უნარების განვითარების მიზნით, მოსწავლეებს შევთავაზოთ მრავალფეროვანი პრაქტიკული სასწავლო აქტივობები როგორც აკადემიის კამპუსში, ისე მის ფარგლებს გარეთ;
  • ხელი შევუწყოთ მოსწავლეებში მრავალფეროვნებაზე, თანასწორობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ღირებულებების განვითარებას, რაც ნაყოფიერი ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის საწინდარი იქნება;
  • წვლილი შევიტანოთ მოსწავლეების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში;
  • ხელი შევუწყოთ მშობლების აქტიურ ჩართულობას ბავშვების სასწავლო პროცესში.

“სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებულები”

ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის #1 საჯარო სკოლის გოგონა თა და ვაჟთა ფრენბურთის გუნდებმა, მცხეთის მუნიციპალიტეტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების და სხვადასხვა სახეობის მცხეთის სასპორტო სკოლის  ორგანიზებით გამართულ – ,,სასკოლო სპოტრული ოლიმპიადა 2023-2024-ის“ მუნიციპალური თამაშებში აქტიური მონაწილეობა მიიღეს. ფრენბურთში როგორც გოგონათა, ასევე ვაჟთა გუნდებმა დამსახურებული I ადგილი დაიკავეს და ასახელეს საკუთარი სკოლა და პედაგოგები: თამაზ ჯავახიშვილი და ელდარ ხარაზიშვილი.

აღნიშნული ასპარეზობის შვიდ სპორტის სახეობაში გამარჯვებული გუნდები,  რეგიონალურ ტურში მიიღებენ მონაწილეობას. 

“მე ვალაგებ საქართველოს”

  1 დეკემბერს, ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენლები და VIII-XI მოხალისე მოსწავლეები, სამოქალაქო განათლების პედაგოგის – ქ-ნ ნინო დოლიშვილის ხელმძღვანელობით, შეუერთდნენ გარემოსდაცვითი საქველმოქმედო ორგანიზაცია “სადაგის” მიერ ორგანიზებულ დასუფთავების ერთდროულ აქციას. მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით, აქციაში მონაწილეობის მისაღებად 39 სკოლის 1000-ზე მეტი მოსწავლე და მასწავლებელი შეიკრიბა, მათ რეგიონში არსებული დანაგვიანებული ტერიტორიების დასასუფთავებლად. მოსწავლეებმა პრემიერ მინისტრის პროგრამის ფარგლებში რეაბილიტაციის მომლოდინე, საკუთარი სკოლის ეზო ფოთლებისა და სხვადსხვა ნარჩენებისგან დაასუფთავეს. 

     გარემოს დასუფთავების ერთდროულმა აქტივობებმა, ოქტომბრის მეორე ნახევრიდან აიღო სტარტი და გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს – 5 ივნისს ფინალური ეტაპით შეხვდება.

ჭიდაობა მოწოდებაა !

ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის #1 საჯარო სკოლაში, სპორტის სხვადასხვა სახეობით დაინტერესებულ მოსწავლეთა შორის განსაკუთრებულ წარმატებებს XI კლასის მოსწავლე სანდრო შარიფაშვილი დაუღალავი შრომით და საკუთარი არჩევანის მიმართ ერთგულებითა და სიყვარულით აღწევს. 

სანდრო ჭიდაობით ბავშვობიდანვე დაინტერესდა და სოფელში დამკვიდრებულ ტრადიციულ შეჯიბრებებზე მრავალჯერ ასახელა საკუთარი გუნდი და პედაგოგები. ოქტომბერში სანდრო შარიფაშვილმა საქართველოს ჩემპიონობით, ხოლო ნოემბრის დასაწყისში უნგრეთში, ქალაქ გიორში  გამართულ ძიუდოს კადეტთა ევროპის თასის პრიზიორობით და ბრინჯაოს მედლის დამსახურებული მოპოვებით ისახელა თავი და გულშემატკივრები კიდევ ერთხელ გაახარა. სკოლის პედკოლექტივი და მოსწავლეები ვულოცავთ მას და დაგეგმილ ასპარეზობებზე წარმატებებს ვუსურვებთ

მუხრანის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გრეპლინგის ტურნირში წარმატებით იასპარეზეს

ნიკო ბაგრატიონის ( ბურის ) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სპორტულ ტურნირში – გრეპლინგში, წარმატებით მონაწილეობდნენ.

გრეპლინგში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის – ზურაბ ბეკოშვილის სახელობის ტურნირი რუსთავში გაიმართა. სასიხარულოა, რომ ჩვენმა მოსწავლეებმა, სხვადასხვა წონით კატეგორიაში წარმატებას მიაღწიეს. საპრიზო ადგილები დაიმსახურეს:

იოსებ კვიჟინაძემ – I ადგილი

საბა დარბუაშვილმა – II ადგილი

ზურაბ ბუდინაშვილმა – III ადგილი.

აღსანიშნავია, რომ ტურნირში გამარჯვებული სპორტსმენები ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრებიან.

სკოლის დირექცია და პედაგოგები ვულოცავთ მათ მიღწეულ წარმატებას და ვუსურვებთ კვლავაც ბევრჯერ ასახელონ გუნდი და სკოლა.

გრეპლინგი ბრაზილიური სპორტული ორთაბრძოლაა, რომელიც აერთიანებს ჭიდაობის რამდენიმე სხვადასხვა სახეობას. საქართველოში აღნიშნული სპორტის სახეობა 2015 წელს დაფუძნდა და მალევე პოპულარული და წარმატებული გახდა. მისი დაფუძნების მთავარ მიზანს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და პოპულარიზაცია წარმოადგენს.

მასწავლებლის ეროვნული დღე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის ინიციატივით, პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში მასწავლებლის ეროვნული დღე დაწესდა.

მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველი წლის 27 ოქტომბერს – ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება.

ამასთან, აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით ყოველწლიურად, საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ღვაწლმოსილ პედაგოგებს გადაეცემა მასწავლებლის ეროვნული პრემია – სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით.

მასწავლებლის ეროვნული დღეს ჩვენი სკოლის დირექტორი – ქალბატონი სოფიო კუბლაშვილი სასიამოვნო, ამაღელვებელი სიურპრიზით დაგვხვდა სკოლის ეზოში და სიხარულით აგვავსო ❤️ ბედნიერების ეს ემოცია, ალბად არასდროს დაგვავიწყდება 💖 მადლობა💖💖💖

იდეათეკა

საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას აქტიურად განაგრძობს. განსაკუთრებით დიდ ყურადღებას კი სკოლის მოსწავლეებში მომავლის პროფესიებისა და ზუსტი თუ საბუნებისმეტყველო მეცნიერებისადმი ინტერესის გაღრმავებას უთმობს.  სწორედ ამ მიზნით, ბანკი რეგიონის სკოლებში იდეათეკის პროექტს ახორციელებს. 

საქართველოს ბანკის იდეათეკა ეს არის მულტიფუნქციური სივრცე, რომელიც მაღალმთიან, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ და საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებ ახალგაზრდებს აძლევს წვდომას შემეცნებისთვის საჭირო ყველა თანამედროვე რესურსზე – მულტიფუნქციურ ბიბლიოთეკებზე, კომპიუტერებსა და პროექტორებზე. ამასთან, იდეათეკაში არსებული STEM-ის კუთხე მოსწავლეებს STEM (მათემატიკის, ინჟინერიის, ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების) მიმართულებით საბაზისო განათლების მიღების შესაძლებლობით უზრუნველყოფს.

სწორედ ამ მიზნით, წელს საქართველოს ბანკმა სოფელ მუხრანში მდებარე ნიკო ბურის სახელობის სოფელ მუხრანის საჯარო სკოლაში რიგით მე-17 იდეათეკა გახსნა, რომელიც 900 ბავშვისთვის შექმნის ახალი აღმოჩენებისა და შემეცნების შესაძლებლობებს. 

ყველა მასწავლებელს ვულოცავთ მასწავლებლის დღეს!

5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა და მას მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ.

მასწავლებელთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა სათავეს იღებს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან და მისი საერთშორისო დღედ დაწესების იდეა რამდენიმე პედაგოგიურ ორგანიზაციას ეკუთვნის. როგორც დამფუძნებლებმა განმარტეს, ამ დღის დაწესება მიზნად ისახავს მასწავლებლების მხარდაჭერას.

იუნესკოს განმარტებით, მასწავლებელთა საერთაშორისო დღედ 5 ოქტომბრის დაწესება აჩვენებს იმ წვლილს, რომელსაც პედაგოგები მომავალი თაობების აღზრდისა და განათლებისთვის იღებენ.

სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ , ჩვენო მოსწავლეებო, მასწავლებლებო,  მშობლებო!

ნაყოფიერი , ხალისიანი, ფერადი და წარმატებული სასწავლო დღეები არ მოგეშალოთ ჩვენი სკოლის კედლებში!

მზე სხვაგვარად ანათებს , როცა თქვენს თვალებში სიხარული ბრწყინავს!

სამყაროს ყველა პრობლემა სადღაც გადაიკარგება ხოლმე , ამდენი ბედნიერი ღიმილის , აციმციმებული თვალების დანახვისას!