სკოლის მისიაა, უსაფრთხო,თანამშრომლობით, საქმიან და ინკლუზიურ გარემოში , მუდმივ სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებული მიდგომებით, მაღალი კომპეტენციების მქონე მასწავლებლებისგან თემის/მოსწავლეთა ინტერესებსა დასაჭიროებაზე, საგნის სწავლების და ცხოვრების კავშირის გამოკვეთაზე აქცენტირებული ფორმალური და არაფორმალური, ასევე პროფესიული განათლების იმგვარი მიწოდება, რომ სხვადასხვა მიმართულებით გაფართოვდეს მოსწავლეთა თვალსაწიერი , ჩამოუყალიბდეთ დემოკრატიული კომპეტენციები და გამჭოლი უნარები, შემდგომი პასუხისმგებლობების გააზრების , პროფესიული გადაწყვეტილების მიღების, წარმატების დაგეგმვის, მართვაში თანამონაწილეობის , საკუთარი თავის ცხოვრებაში დამკვიდრების მიზნით.
სკოლის ხედვაა შექმნას უწყვეტ განვითარებაზე ორიენტირებული, პარტნიორულ ურთიერთობებზე დამყარებული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი , რომელიც პასუხობს თემის საჭიროებებს და მოსწავლეებს სთავაზობს ფიზიკურ და ფსიქო ემოციურად უსაფრთხო, მაღალტექნოლოგიურ პირობებში ხარისხიანი სწავლის , პიროვნული და პროფესიული განვითარების და გონივრული დასვენების საშუალებას.
სკოლის კურსდამთავრებული წარმოადგენს საზოგადოებისთვის საჭირო , 21-ე საუკუნის უნარებით აღჭურვილ , მოტივირებულ მოქალაქეს , რომელსაც შეუძლია ფიზიკურ თუ ინტერნეტ სივრცეში ლავირება, თვითრეალიზაცია და სარგებლის მოტანა საკუთარი თავის, სოციუმისა და ქვეყნისთვის .
სკოლის ღირებულებებია: უსაფრთხოება. ნდობა, პოზიტიური ურთიერთობები, თანადგომა, გულწრფელობა, თანასწორობა, განვითარება ,ინკლუზია და მადლიერება.
