
სკოლის დირექტორი – სოფიო კუბლაშვილი (ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი)
დირექტორის მისალმება
ძვირფასო მოსწავლეებო, პატივცემულო კოლეგებო, მშობლებო!
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის #1 საჯარო სკოლაში.
მოხარულნი ვართ, რომ ჩვენთან სწავლობთ თქვენი მომავლისთვის, ვაფასებთ თქვენს პოზიტიურ ენერგიას, ხარისხიანი განათლებისთვის თავდადებას.
ვიღებთ ვალდებულებას, მივცეთ მოსწავლეებს არა მარტო ხარისხიანი განათლება და საუკეთესო აკადემიური შედეგების მიღწევის შესაძლებლობა, არამედ განვუვითაროთ ფუნდამენტური უნარ-ჩვევები, რათა შეძლონ ღირსეული ადგილი დაიკავონ საზოგადოებაში.
ჩვენთვის თითოეული თქვენგანი ღირებულია, მაქსიმალურად შეგიწყობთ ხელს თქვენი ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოვლენაში. მზად ვართ, რომ ვუზრუნველყოთ უსაფრთხო, ორგანიზებული და პოზიტიური სასკოლო გარემო.
სკოლა მიზნად ისახავს მოსწავლეებში აღზრდის პრინციპების ჩამოყალიბებას; გარშემომყოფი ადამიანების, მასწავლებლებისა და მეგობრების მიმართ თავაზიან დამოკიდებულებას. ფიზიკური და გონებრივი ინტელექტის განვითარება-გამოყენებას ქვეყნისა და კაცობრიობის სასარგებლოდ.
ჩვენი სკოლის ძირითადი მისიაა დაეხმაროს მოსწავლეს საგანთა სწავლა-სწავლების საფუძველზე მყარი, დინამიკური და ფუნქციური ცოდნის კონსტრუირებაში, ხელი შეუწყოს მოსწავლის ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენას, დამოუკიდებელი სწავლის უნარისა და შრომისუნარიანობის განვითარებას.