პროექტის ფარგლებში განხორციელებული სხვადასხვა აქტივობები

                 პროექტ ” ციფრული სკოლა – საქართველოს” ფარგლებში ლაური ქასაბიშვილის ( გუნდის წევრი, მათემატიკის კათედრის ხელმძღვანელი) მიერ საბაზო საფეხურის მოსწავლეებში ჩატარდა ვიქტორინა სახელწოდებით ” მხიარული მათემატიკა”, სადაც მონაწილეთა შეფასებისთვის გამოიყენა ციფრული ინსტრუმენტი – http://plickers.com . მოსწავლეები დაყო გუნდებად, თითოეული გუნდის (გუნდს ხელმძღვანელობდა – კაპიტანი) შემადგენლობაში შედიოდა ხუთი მონაწილე საბაზო საფეხურის  ყველა კლასიდან. ვიქტორინა ჩატარდა 3 ეტაპად, მესამე ეტაპი მოიცავდა ლოგიკურ კითხვებს. დასასრულს გაიმართა შეჯიბრი კაპიტნებს შორის, სადაც შეფასებისთვის გამოიყენა ასევე ციფრული ინსტრუმენტი http://kakhoot.it. ვიქტორინამ როგორც მოსწავლეების, ასევე დამსწრე პედაგოგების დიდი მოწონება დაიმსახურა. გამარჯვებულ გუნდებს სკოლის დირექციამ  მიანიჭა ტიტული –  “სკოლის მოაზროვნეები” და სერტიფიკატებით დააჯილდოვა.
იხ. ღონისძიების ამსახველი თანდართული ფოტოები:



პროექტ – “ციფრული სკოლა საქართველოს” ფარგლებში ლიდერთა გუნდის წევრებთან ერთად მთვარისა თალაკვაძემ სხვადასხვა ციფრული ინსტრუმენტის გამოყენება შეისწავლა   , რომელთა დანერგვამ საგაკვეთილო პროცესი უფრო საინტერესო და სახალისო გახადა. მას უკვე რანდენიმე წელია   პრაქტიკაში დანერგლი აქვს პროექტებით სწალებისას ისეთი პლატფორმების გამოყენება, როგორებიცაა https://code.org/  და https://ka.khanacademy.org/ edmodo.com-ში შექმნილი  აქვს კლასები, ჰყავს  მოწვეული მოსწავლეები, მათ ხშირად უგზავნის როგორც მათემატიკის, ასევე ისტ-ის გაკვეთილის თემასთან დაკავშირებულ ვიდეოებს და სავარჯიშოებს , რომლებსაც იძიებს https://ka.khanacademy.or-ში. edmodo.com- ში ადგენს ისეთ ტესტებს, რომლებიც მოსწავლეებს დაეხმარება სიღრმისეულად გაიაზრონ ახალი მასალა.  VI კლასში ისტ-ში შესწავლილი საპრეზენტაციო პროგრამის PowerPoint- ის შემაჯამებელ მეცადინეობაზე ქ-მა მთვარისამ შეფასებისთვის გამოიყენა ციფრული ინსტრუმენტი – http://plickers.com. გთავაზობთ გაკვეთილის პროცესის ამსახველ ფოტომასალას.




  მათემატიკისა და ისტ-ის პედაგოგი მთვარისა თალაკვაძე სიახლეების დანერგვას VIII კლასის მოსწავლეებთანაც ახორციელებს და მათ სწავლის მოტივაციას სძენს. პროექტის ფარგლებში ქ-მა მთვარისამ ჩაატარა სამოდელო გაკვეთილები, სადაც არაერთი ციფრული რესურსი გამოიყენა. მოსწავლეები დიდი ინტერესით სწავლობენ ისეთი ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებას, როგორიცაა  http://plickers.com და https://padlet.com.
იხილეთ მთვარისა თალაკვაძის მიერ განხორციელებული აქტივობების ამსახველი ფოტომასალა: